Monday, June 20, 2011

ახალხიზა, თორტიზა, კარბი, მერეთი, მეჯვრისხევი, პატარა გარეჯვარი, ტირძნისი, ქიწნისი


ახალხიზასოფელი გორის მუნიციპალიტეტში (სკრის ტერიტორიული ორგანო), შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარემტკვრის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 630 მეტრი, გორიდან 7 კილომეტრი.


კარბი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (მერეთის ტერიტორიულ

ი ორგანო), მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე პატარა ლიახვის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 860 მეტრი, გორიდან 28 კილომეტრი.

კარბსა და მის შემოგარენში შემორჩენილი არქიტექტურული ძეგლები ძირითადად XVI-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება, მათ შორის არის წმინდა სამების ეკლესიაც.

რომ თავად კარბი წერილობით წყაროებში XI საუკუნიდან ჩანს

სამწუხაროდ, ამ ძეგლებზე მწირი ინფორმაცია არსებობს, მიუხედავად იმისა,

სოფლის მიდამოებში ასევე გვხვდება რამდენიმე კოშკი: გნოლიძეების ციხე, დავითაშვილების ციხე, ხუბაშვილების ციხე და კიდევ სამი კოშკი.

მერეთი — სოფელი გორის რაიონში, შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე პატარა ლიახვის ნაპირას. ზღვის დონიდან 850მ, ქალაქ გორიდან დაახლოებით 30 კმ-ის დაშორებით.

აქ შეხვდებით გვარებს: ბათაძე, გორგიშელი, გუდაძე, მეცხვარიშვილი, ტრამაკიძე, ფურცელაძე, ჩალაური და სხვ.

მერეთში ახალი, მოზრდილი და მაღალკედლიანი მერეთის

წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაა. ეკლესიის სამხრეთი კედლის კარს ზემოთ წარწერაა:

"მომიხსენე(,) უფალო (,) საფლავსა ამასა შინა მდებარე აღდგომელანთ რძალ(-)ი ელისაფეთი(.) მხილველნო(,) შენდობა(-)ს ვითხოვ. ჩყკთ"(=1829 წ.)

იმავე კედელში შემდეგ ქვაზე:

"გიორგი ნინიკ(ას ძე) გიორგი(-) იშვილის ჩ(ა)გ(ო)ნებით განაშ(-) უენიერა ტაძარი ესე 1898"(9?) წ.

იქვე ქვაზე ეპიტეფია: -

მომიხსენე(,) უფალო(,) ბაიაძე სოსიასშვ(-) ილი ქიტესა(,) მხილველნო(,) შენდ- ობას გთხოვ(!) ჩყკ?"(182?)

კიდევაა იქვე კედელში ჩაშენებული ერთი საფლავის ქვის ნატეხ

ი, რომელ

ზეც იკითხება:

"ქ. გორგიშ(ელი) ესაია..."

ეკლესიის ეზოში მოთავსებულ საფლავის ქვებს შორის არის ანტონ ფურცელაძის ქვა. ანტონ ფურცელაძე მეზობელ სოფელ არბოში იყო ჩასიძებული, მაგრამ არბოში მომაკვდავს დაებარებინა, მერეთში დამასაფლავეთო და ეს თხოვნა შეუსრულეს. იქ დგას ნაცრისფერი შუბლწითელი მარმარილოს ქვა-ბოძი, რომელსაც აწერია:

"მე წილათა მხვდა ხვედრი მწარე(,) ძნელად საამო(,) ჩვენს იარებსა და წყლულებში ხელების რევა(.) მით წყლულს ვამტკივნებ მე სნეულთა და ამის გამო შევიძინევი მო

ძმეთ

აგან ლანძღვა და წყევა(.)

(გაგრძელება ქვის კედელზე:)

ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე 1839-1913".

აღმართულ შავ გრანიტზე დასავლეთის მხრიდან ჯერ ჯვარი ხატია და შემდეგ წერია:

"გენერალ-მაიორი მიხეილ ნიკოლოზის ძე ფ/ფურცელაძე(.) დაიბ.18 აპრილს 1834 წ. გარდ. 10 აპრილს 1912 წ."


იმავე ქვას აღმოსავლეთ მხარეზე აწერია: "идеальному мужу и отцу

от жены и детей."

მიხეილი განჯაში მსახურობდა, შორს დარდაიცვალა და მერეთი ჩამოასვენეს.

ალექსანდრე, მიხეილი, კოტე (მეტსახელად - შავბალახა) და ანტონი ძმები ყოფილან.

მერეთში დაიბადა ასევე ქართველი საზოგადო მოღვაწე დიმიტრი ყიფიანი.


მეჯვრისხევი
სოფელი გორის მუნიციპალიტეტში. მდებარეობ
შიდა ქართლის ვაკეზე, მდინარე მეჯუდის მარცხენა ნაპირას. ტირიფონის არხის მარჯვენა მხარეს. მეჯვრისხევის საკრებულოს ცენტრი (სოფლები:
ერტი, კვარხითი, მეჯუდისპირი, პატარა მეჯვრისხევი). ზღვის დონიდან 800მეტრი, გორიდან 20 კილომეტრი.

სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული, რასაც მოწმობს მის ტერიტორიაზე ნაპოვნი ბრინჯაოს ცულები, შუბები და სხვა სამეურნეო თუ საბრ

ძოლო დანიშნულების იარაღი. იგი მნიშვნელოვან სავაჭრო გზაზე მდებარეობდა და V-XVII საუკუნეებში აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრებაში. მეჯვრისხევი ქართლის რეგიონში განთქმული იყო მოჭიქული თიხის ჭურჭლის წარმოებით. ჭიქურის დასამზადებლად იყენებდნენ სოფლის მიდამო

ებში არსებულ კვარცის ქვიშას. სოფელ მეჯვრისხევში 1605 წელს საზაფხულოდ იდგა და მოულ

ოდნელად გარდაიცვალა ქართლის მეფე გიორგი X. XVIII საუკუნის დასაწყისში აქ ლეკებთან ბრძოლაში დამარცხდა და დაიღუპა ოსმალთა გარნიზონის სარდალი გორის ფაშა. ლეკების ალაგმვა შეძლო მხოლოდ ძლიერმა ფეოდალმა გივი ამილახვარმა, რომელმაც ქართველთა ლაშქრით სოფელთან ბრძოლა გაუმართა მტერს და სასტიკად დაამარცხა იგი. XIX საუკუნის 80-იან წლებში მეჯვრისხევი წარმოადგენდა ახლომდებარე სოფლების ცენტრს და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამ მხარის საზოგადოებრივ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.



ტირძნისი - სოფელი გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, დიდი ლიახვისა და პატარა ლიახვის შუამდინარეთში,გორი-ცხინვალის საავტომობილო გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბროწლეთი, ერგნეთი, თერგვისი, მეღვრეკისი). ზღვის დონიდან 790 მეტრი,ცხინვალიდან 26 კილომეტრი. სოფელში არის სამების, ღვთისმშობლისა და კვირაცხოვლის ეკლესიები.

ზღვის დონიდან 730 მეტრი, გორიდან 15 კილომეტრი.